უფალს მადლობა რომ დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი, - ოლიმპური ჩემპიონი,  ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პირველ არხთან კომენტარს აკეთებს.

„მამაჩემი ნეტა რას შვრება ახლა, ხომ ცოცხალი არის. ჩემს ემოციებს ვერ გეტყვით, მგონია სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს... მადლობა გულშემატკივრებს, ყველას სათითაოდ... რომ დავწყნარდები, გეტყვით კიდევ. უფალს მადლობა რომ დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი“, - ამბობს გენო პეტრიაშვილი.

გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა

ქართველმა მოჭიდავემ, სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელმა გენო პეტრიაშვილმა ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გენო პეტრიაშვილმა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა და ამ მომენტისთვის საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში 28-ე ადგილზეა.