პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მედლებისთვის ასპარეზობაში 125 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ.

ქართველმა მოჭიდავემ, სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელმა გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში უკრაინელი ოლექსანდ ხოტიანოვსკი ანგარიშით 11:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მერვედფინალური შეხვედრები მოიგეს და მეოხედფინალში აგრეთვე გავიდნენ ირანელი  ამირ ჰოსეინ ზარე, კანადელი ამარ დესი, უნგრელი დანიელ ლიგეტი, თურქი ტაჰა აკგული, მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური, აზერბაიჯანელი გიორგი მეშვილდიშვილი და პოლონელი რობერტ ბარანი