გასერბებული ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
1633888703
ოსლოში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის
87 კგ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში გასერბებულმა ზურაბ დათუნაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში მან შანსი არ დაუტოვა ბელარუს კირილ მაცკევიჩს და იგი ვადაზე ადრე, აშკარა უპირატესობით, 9:1 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა თავისუფალი და ბერზნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოსლოში ოქროს მედალი ვერ მოიპოვეს




