პასადენანაში, „როუზ ბოულზე“, დასრულდა ფიფას საკლუბო ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენს“ და „მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის.
მატჩი პარიზელების აშკარა უპირატესობით წარიმართა და დიდი ანგარიშით მათი გამარჯვებით დასრულდა.
პარიზელთა რიგებში განსაკუთრებით გამოირჩეოდა ხვიჩა კვარაცხელია. შეხვედრის პირველ ნახევარში პარიზელთა მიერ გატანილი ორივე გოლის თანაავტორი მწვრთნელმა 70-ე წუთზე შეცვალა. ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი თამაში Fllashscore-მ 8,4-ით შეაფასა.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „ატლეტიკო“ 4:0(2:0)
გოლები: 19' ფაბიან რუისი 1:0, 45+1' ვიტინია 2:0, 87' სენი მაიულუ 3:0, 90+7' ლი კან-ინი, თერთმეტმეტრიანიდან 4:0
გაძევება: 78' კლემან ლანგლე („ატლეტიკო“, მეორე ყვითელი)
ამავე ჯგუფის ახლახან დასრულებულ მეორე მატჩში რიო-დე-ჟენეიროს „ბოტაფოგომ“ - „სიეტლ საუნდერსი“ 2:1 დაამარცხა.
„ბოტაფოგო“ - „სიეტლ საუნდერსი“ 2:1(2:0)
გოლები: 28' ჟაირი 1:0, 44' იგორ ხესუსი 2:0, 75' კრისტიან როლდანი 2:1