ფეხბურთში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის პლეიოფში გასული გუნდების დაწყვილების მიზნით ციურიხში კენჭისყრა გაიმართა.

მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი ექვსი საგზურიდან ოთხისთვის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული თორმეტი გუნდი და ერთა ლიგიდან ოთხი საუკეთესო იბრძვის, ორისთვის კი კონტინენტების (საფეხბურთო კონფედერაციების, უეფას გამოკლებით) საკვალიფიკაციო ტურნირებიდან პლეიოფში გასული ექვსი გუნდი.

ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპიდან პლეიოფში გასული გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ნახევარფინალი
უელსი – ბოსნია და ჰერცეგოვინა
იტალია – ჩრდილოეთ ირლანდია
ფინალი
უელსი – ბოსნია და ჰერცეგოვინა / იტალია – ჩრდილოეთ ირლანდია  

ნახევარფინალი
უკრაინა – შვედეთი
პოლონეთი – ალბანეთი
ფინალი
უკრაინა – შვედეთი / პოლონეთი – ალბანეთი

ნახევარფინალი
სლოვაკეთი – კოსოვო
თურქეთი – რუმინეთი
ფინალი
სლოვაკეთი – კოსოვო / თურქეთი – რუმინეთი

ნახევარფინალი
ჩეხეთი – ირლანდია
დანია – ჩრდილოეთ მაკედონია
ფინალი
ჩეხეთი – ირლანდია / დანია – ჩრდილოეთ მაკედონია



საკონტინენტთაშორისი პლეიოფის (ყველა შეხვედრა მექსიკა გაიმართება) მონაწილეები ფიფას რეიტინგის მიხედვით დაწყვილდნენ. ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე გუნდები, პირდაპირ ფინალში განთესეს, ყველა დაბალი რეიტინგის ოთხი გუნდი კი ერთმანეთში დაწყვილდნენ.

ნახევარფინალი
ახალი კალედონია – იამაიკა
ფინალი
ახალი კალედონია – იამაიკა / კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ნახევარფინალი
ბოლივია – სურინამი
ფინალი
ბოლივია – სურინამი / ერაყი