ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის A ჯგუფიდან პლეი ოფში ნიდერლანდები და სენეგალი გავიდნენ

დასრულდა ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები A ჯგუფში.

მესამე ტურის მატჩში მასპინძლებმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს და ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩნენ.

პლეი ოფის მეორე საგზურისთვის მებრძოლი სენეგალის და ეკვადორის გუნდების შეხვედრაში გამარჯვება და მასთან ერთად პლეი ოფის მეორე საგზური სენეგალელებს დარჩათ.

ნიდერლანდები - ყატარი 2:0(1:0)
გოლები: 26' კოდი გაკპო 1:0, 49' ფრენკი დე იონგი 2:0

სენეგალი - ეკვადორი 2:1(1:0)
გოლი: 44' ისმაილა სარი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 68' მოისეს კაისედო 1:1, 70' კალიდუ კულიბალი 2:1

ნიდერლანდები 3 3-0-0 5:1 7
სენეგალი 3 2-0-1 5:4 6
ეკვადორი 3 1-1-1 4:3 4
ყატარი 3 0-0-3 1:7 0