მალტაში, ტა'ქალის „ცენტენარი სტედიუმზე, დასრულდა 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი მალტის და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის.
ქართველ ფეხბურთელთა უპირატესობა მასპინძლებზე აშკარა იყო და მათ მატჩის დიდი მოგება არ გასჭირვებიათ.
მალტა - საქართველო 0:5(0:2)
გოლები: 37' საბა ხარებაშვილი 0:1, 44' ნიკოლოზ დადიანი 0:2, 68' გიორგი ტაბატაძე 0:3, 71. ალექსანდრე ნარიმანიძე 0:4, 81' ალეკო ბასილაძე 0:5
ამავე ჯგუფში დღეს გამართული სხვა ორი შეხვედრა ასე დასრულდა:
ლატვია - საბერძნეთი 0:1(0:0)
ჩრდილოეთ ირლანდია - გერმანია 1:2(1:0)