გურჯაანში,  პლასტმასის ქარხანაში ხანძარი ლიკვიდირებულია. 
შპს „აგროპლასტის“ საწარმოს, სადაც პლასტმასის ყუთები იწარმოება, ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა.

ხანძრის ქრობის პროცესში რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ჩართული. 

ცეცხლის გაჩენის მიზეზი და ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.