„მიხელ მესხზე" ევრო 2025-ის პლეი ოფის პირველ მატჩი დასრულდა.
21 წლამდე ასაკის საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე" გამართულ პლეი ოფის პირველ შეხვედრა ხორვატიას უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი ხორვატთა კარში შეხვედრის ე-4 წუთზე გავიდა. გიზო მამაგეიშვილის დარტყმა მეკარე ნიკოლა ჩავლინმა მოიგერია, შემდეგ კი მარკო ვალინჩიჩი შეეცადა მდგომარეობის განმუხტვას, თუმცა მისი ფეხიდან ასხლეტილი ბურთი მარკო სოლდოს მოხვდა და საბოლოოდ კარში აღმოჩნდა.
საპასუხო შეხვედრა ხორვატიაში 19 ნოემბერს გაიმართება.