ევრო 2024-ის ექვსივე ჯგუფში პირველი ორი ტურის შეხვედრები დასრულდა.

მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში ბელგიამ რუმინეთი 2:0 დაამარცხა და E ჯგუფში ოთხივე გუნდს თანაბარი ქულები გაუხდა.

აღსანიშნავია, რომ რომელუ ლუკაკუმ ამ მატჩშიც შეძლო გოლის გატანა, მაგრამ წინა წინა ტურში გატანილი ორი გოლის მსგავსად ეს გულიც გაუუქმეს.

ბელგია - რუმინეთი 2:0(1:0)
გოლები: 2' იური ტილემანსი 1:0, 80' კევინ დე ბრეინე 2:0


გადამწყვეტი, მე-3 ტურის წინ შემდეგ ეტაპზე თამაში ესპანეთმა, პორტუგალიამ და გერმანიამ გაინაღდა, ხოლო შვეიცარია, ინგლისი, ნიდერლანდები და საფრანგეთი, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, შემდეგ ეტაპზე წაგების შემთხვევაშიც გავლენ.

საქართველო ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლის და ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვედრის შემთხვევაში მერვედფინალში   ინგლისს, დანიას დ ან სლოვენიას შორის ( C ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ გუნდს), ან ესპანეთს (B ჯგუფის გამარჯვებულს) შეხვდება, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი მას მერვედფინალში მეტოქედ ნიდერლანდები, საფრანგეთი ან ავსტრია (D ჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდი) ეყოლება.



დარჩენილი შეხვედრები:
23.06 შვეიცარია - გერმანია
23.06 შოტლანდია - უნგრეთი



დარჩენილი შეხვედრები:
24.06 ხორვატია - იტალია
24.06 ალბანეთი - ესპანეთი



დარჩენილი შეხვედრები:
25.06 ინგლისი - სლოვენია
25.06 დანია - სერბეთი



დარჩენილი შეხვედრები:
25.06 ნიდერლანდები - ავსტრია
25.06 საფრანგეთი - პოლონეთი



დარჩენილი შეხვედრები:
26.06 სლოვაკეთი - რუმინეთი
26.06 ბელგია - უკრაინა



დარჩენილი შეხვედრები:
26.06 პორტუგალია - საქართველო
26.06 თურქეთი - ჩეხეთი

მერვედფინალში გასული გუნდები ასე დაწყვილდებიან: