რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ლიხაურში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს. 


მათივე ინფორმაციით, სრული რეაბილიტაცია უტარდება ლიხაური - კვაჭალათის დამაკავშირებელ გზას. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, მისი ღირებულება კი 2 მილიონ ლარზე მეტია. 
სოფელ ლიხაურში სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.


„ ვასრულებთ მოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას. ვაკეთებთ ლიხაური - კვაჭალათის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ეწყობა 3,50 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. გარდა გზის რეაბილიტაციისა უკვე დასრულდა წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებიც. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.