გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს. 



ოზურგეთის მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ნიკა ბოლქვაძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, სოფელ გურიანთაში თამაზ მალაზონიასა და ქ. ოზურგეთში ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავები ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

“აფხაზეთის ომში 26 ოზურგეთელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღეს, პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების ხსოვნას და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მათი ისტორიები. მჯერა, ოკუპაცია დასრულდება და ჩვენ, მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. საქართველოს გაერთიანება ყველა ჩვენგანის უმთავრესი მიზანია,”- აღნიშნა გიორგი ღურჯუმელიძემ.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიამ ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს ფულადი თანხა გადასცა. მათი ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა ადმინისტრაციულ შენობაზე.