ტაშკენტის გრანდ სლემზე დასრულდა ასპარეზობა 48-52-57 კგ წონითი კატეგორიის ქალ და 60-66 კგ წონითი კატეგორიების კაც ძიუდოისტთა შორის.

57კგ წონითი კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ნახევარფინალში მასპინძელ შუკურჟონ ამინოვასთან მარცხის შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ხორვატ ანა ვიქტორია პულჟიზთან წააგო.

60 კგ წონით კატეგორიაში ლუკა გადელია მასპინძელ დოსტონ რუზიევთან ბრინჯაოს ფინალში დამარცხდა. ამავე წონაში მათე გოგიბერაშვილმა მეთექვსმეტედფინალში იტალიელ ანდრეა კარლინოსთან წააგო.

66კგ წონაში წონაში თორნიკე მაზიაშვილმა ინდოელ გარვიტ გარვიტს მოუგო და მერვედფინალში კორეელ კიმ ჩან იონთან დამარცხდა, თემურ ნოზაძემ კი ყირგიზ ბაიბოლ სალამატ უულუსთან გამარჯვების შემდეგ მერვედფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან განიცადა მარცხი.

48კგ
1. სინრან ჰუეი (ჩინეთი)
2. მიზუკი ჰარადა (იაპონია)
3. სატიო იოშინო (იაპონია)
3. მარია სელია ლაბორდი (აშშ)

52 კგ
1. კოკორო ფუჯიშირო (იაპონია)
2. ბიშრელტინ ხორლოდოი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
3. ოდეტ ჯუფრიდა (იტალია)
3. ლილია ნუგაევა (რუსეთი)

1. შუხურჟონ ამინოვა (უზბეკეთი)
2. მიო შირაკანე (იაპონია)
3. ანა ვიქტორია პულჟიზი (ხორვატია)
3. ჯესიკა ლიმა (ბრაზილია)
5. ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო)  

60კგ
1. აჰმად იუსუფოვი (აზერბაიჯანი)
2. ბალაბაი აგაევი (აზერბაიჯანი)
3. ტაიკი ნაკამურა (იაპონია)
3. დოსტონ რუზიევი (უზბეკეთი)
5. ლუკა გადელია (საქართველო)


66 კგ
1. ჰიფუმი აბე (იაპონია)
2. შინსეი ჰატორი (იაპონია)  
3. ნურალი ემომალი (ტაჯიკეთი)
3. აბდულახ პარჩიევი (რუსეთი)