ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ" და გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ" მეთერთმეტე ტურის შეხვედრები თავიან სასარგებლოდ დაასრულეს.
„გრანადამ" სატურნირო ცხრილში მის გვერდით მყოფ „კასტელონს" გასვლაზე სძლია და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ" კი სახლში გასავარდნ ზონასთან მყოფ „დეპორტივომ" მოუგო და მეექვსე ადგილზეა.
წიტაიშვილი მინდორზე 65-ე წუთზე შევიდა. მან flashscore-სგან 6,5 შეფასება მიიღო, ქოჩორაშვილი პირველიდან ბოლო წუთამდე თამაშობდა. იგი მსაჯმა 90+8 წუთზე გაართხილა. გიორგი ქოჩორაშვილის თამაში 7,5 ბალით შეფასდა.
„კასტელონი" - „გრანადა" 2:3(2:1)
„ლევანტე" - „დეპორტივო" 2:1(2:0)