რაგბიში მსოფლიო ერთა თასზე მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
ჩილეში, ვინია-დელ-მარის „საუსალიტოზე“, „ბორჯღალოსნები“ სამოას შეხვდნენ.
ქართველი მორაგბეები მეტოქეს ორი ტაიმში სჯობდნენ და მათ შეხვედრა 33:12 მოიგეს
საქართველო - სამოა 33:12(12:7)
ლელო: 37' ლუკა ივანიშვილი, 46' გიორგი კვესელაძე, 80+1' ილია სპანდერაშვილი
საჯარიმო: 4', 8', 24' და 76' ლუკა მატკავა
გარდასახვა: 38' და 47' ლუკა მატკავა, 80+2' თედო აბჟანდაძე
შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველომ ურუგვაი 41:34 დაამარცხა.




