უეფას ერთა ლიგის B2 ჯგუფის პირველი ტურის მატჩში საქართველომ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ვერაფერი გააწყო კარგად ორგანიზებულ ირლანდიელთა დაცვითი ზღუდის წინააღმდეგ, თერთმეტყმეტრიანიც ვერ გამოიყენა , ირლანდიელებმა კი კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია 0:1(0:0)
65-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე პირს ჩარლზმა მოიგერია

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა

გიორგი მამარდაშვილი - ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, საბა გოგლიჩიძე (85' ილია ბერიაშვილი), ლუკა ლოჩიშვილი (85' ჯიმი ტაბიძე) - გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი (77' თარ კიტეიშვილი), საბა ხარებაშვილი (46' გიორგი ჩასკვეტაძე) - გიორგი კვერნაძე (77' ზურიკო დავითაშვილი), გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კავარაცხელია


შემდეგ შეხვედრას საქართველო 28 სექტემბერს, ასევე შინ, უკრაინასთან გამართავს

მოამზადა რაულ კაპანაძემ