ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე „ევროპის თასზე“ თენგო ზირაქაშვილმა ( -73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში მან რუსი ბაგათირ აკაევი იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ზირაქაშვილმა ასევე რუს მეტოქეს სძლია, ხოლო მანამდე ბელგიელ, ისრაელელ, ბულგარელ და ესპანელ მეტოქეებს მოუგო.