ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვას, „ოქროს ბურთის“ კანდიდატად რატომ დაასახელა მაიკლ ოლისე და არა „ჯვაროსნების“ კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.
„ტრადიციულად, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულად მისი მონაწილე სახელდება. მაშინ ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის კონტექსტში ჩამომართვეს. იმ დროისთვის ოლისეს ნამდვილად საუკეთესოდ მივიჩნევდი. თუმცა, მერე ტურნირი ჩააგდო და „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტი აღარაა. ახლა კილიან მბაპესთან და ჰარი კეინთან ერთად, კვარაცხელიაა ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და მჯერა, „ოქროს ბურთს“ ის მოიგებს.
ექვსი წელია, ყველა შესაძლო გამოკითხვაში კვარაცხელიას ვასახელებ და ამ ერთი მომენტის ასე გაზვიადება, სამართლიან და პატიოსან მიდგომად არ მიმაჩნია. ამ პერიოდში არაერთი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ვერავინ დამაბრალებს, რომ საქართველოსთვის და მისი ნაკრებისთვის მაქსიმუმს არ ვაკეთებ“, - აღნიშნა სანიოლმა .








