პოდგორიცაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა შორის.

საქარველოს ნაკრების წევრმა 60 კგ წონით კატეგორიაში, ლუკა ომანაძემ, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლუკა ომანაძე ერთადერთი იყო, ვინც საქართველოს ნაკრებიდან (9კაცი და 9 ქალი) პოდგორიცაში მედალი მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველო მეთხუთმეტე ადგილზე გავიდა.



მოამზადა რაულ კაპანაძემ