პოდგორიცაში დასრულდა გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა შორის 

საქართველოს ნაკრებმა პირველ რაუნდში მონტენეგრო 4:2 დაამარცხა, შემდეგ კი  გერმანიასთან 2:4 დამარცხდა, რეპაშაჟში ხორვატიას 4:2 სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ნახევარფინალში დამარცხებულ თურქეთის ნაკრებს შეხვდა.

თურქები 3:1 დაწინაურდნენ, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და მეტოქეები დამატებით ორთაბრძოლისთვის კენჭისყრამ გამოავლინა. 

90 კგ წონით კატეგორიის ძიუდოისტმა, ირაკლი ქავთარაშვილმა, მეორედაც დაამარცხა მეტოქე და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

1. საფრანგეთი
2. რუსეთი
3. საქართველო
3. უკრაინა

მოამზადა რაულ კაპანაძემ