მარიამ მურღვლიანი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონია! ძალოსანმა ატაცში ვერცხლი  მედალი მოიპოვა!, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

„ესპანეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე  ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის,  თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მარიამ მურღვლიანი (87 კგ.) წარმატებით ასპარეზობს.  
🇬🇪 ქართველმა გოგონამ ატაცში თავი 98 / 102 / 105 კილოგრამს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და მსოფლიო ვიცე ჩემპიონობა  იზეიმა!
🇬🇪 გარდა ამისა მურღვლიანმა საქართველოს რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა 1 კილოგრამით გააუმჯობესა
შეჯიბრი რამდენიმე წუთში აკვრაში დაიწყება“, - წერია ინფორმაციაში.