კანადაში მიმდინარე ყინულზე ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატზე მოცეკვავეებმა თავისუფალი პროგრამით ასპარეზობა დაასრულეს

დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა თავისუფალი პროგრამით ასპარეზობაში 113.88 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზე გავიდა.

მოკლე და თავისუფალი პროგრამებით ასპარეზობაში დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა  ჯამურად დაგროვილი 188.34 ქულით მე-13 ადგილი დაიკავეს.