„თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ შენს გვერდით ვითამაშე" - "ნაპოლის" კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლთან გამოსამშვიდობებელ ვიდეო მიმართვაზე უკომენტარებს:

„ნახვამდის ჩემო მეგობარო, რაც გააკეთე სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში. თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ შენს გვერდით ვითამაშე.

წარმატებები ჩემპიონო, გისურვებ ყველა შენი ოცნება დააგვირგვინო, ძალიან მიყვარხარ", - წერს დი ლორენცო.

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობა. მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, სტაფის ყველა წევრს და მის გულშემატკივრებს.