ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადადის, გარიგება დღეს გაფორმდა, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს.

„ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონ ევროს აღემატება. კვარასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება“, - წერს ფაბრიციო რომანო.