ჩინეთის ქალაქ ტაიანში პარატაეკვონდოში საერთაშორისო ტურნირი „WT - პრეზიდენტის თასი“ გაიმართა. ტურნირზე საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი პარასპორტსმენი ანა ჯაფარიძე (-52 კგ) პარატაეკვონდოში ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლია ჩაჩიბაია (-47 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ამავე ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ლაშა ტყემალაძეს „WT - პრეზიდენტის თასის“ საუკეთესო მოჩხუბრის ტიტული მიენიჭა.
ქართველი პარასპორტსმენები შეჯიბრებაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.