აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფილადელფიაში ჭიდაობაში აშშ-ის სტუდენტური სპორტის ასოციაციის ფინალურ შეხვედრებს დაესწრო
აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად დარბაზში იყვნენ ილონ მასკი, OutKick-ის დამფუძნებელი კლეი ტრევისი, თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი, განათლების მინისტრი და WWE-ს ყოფილი აღმასრულებელი ლინდა მაკმაჰონი, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ყოფილი მოჭიდავე და მწვრთნელი ჯიმ ჯორდანი (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიო), სენატორი დეივ მაკკორმიკი (რესპუბლიკური პარტია, პენსილვანია).
დონალდ ტრამპმა შეჯიბრების საყურებლად გამგზავრებამდე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ფილადელფიაში ფინალურ შეხვედრებს დაესწრებოდა.
„ჩვენ მივდივარ დიდი ბრძოლების სანახავად... მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს მოჭიდავეებს", - თქვა მან.
დარბაზში დონალდ ტრამპის გამოჩენას ჭიდაობის გულშემატკივრები მქუხარე ოვაციებით შეხვდნენ. ისმოდა შეძახილები: „USA! USA!“.
ტრამპმა რამდენიმე მოჭიდავეს, მას შემდეგ რაც მათ ფინალური ორთაბრძოლები მოიგეს, ხელი ჩამოართვა და მათთან ერთად სურათები გადაიღო.
Carter Starocci wins his 5th NCAA D1 Wrestling Championship and shakes hands with the POTUS 47! 🤝🏆🇺🇸 pic.twitter.com/wdD26wMmLr
— Karoline Leavitt (@karolineleavitt) March 23, 2025
☑️ Win National Championship
— Karoline Leavitt (@karolineleavitt) March 23, 2025
☑️ Throw on your dark MAGA hat
☑️ Shake hands with your favorite President pic.twitter.com/jKdMER8U1z
შეჯიბრებაზე, მძიმე წონის მოჭიდავეთა ფინალში უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა, როდესაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური ჩემპიონი გეიბლ სტივსონი დამარცხდა უაიტ ჰენდრიქსონთან.
MMA-ს ლეგენდამ, დენიელ კორმიემ შედეგს უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ისტორიაში“, ხოლო UFC-ის მებრძოლმა ერიკ ანდერსმა - „საუკუნის სენსაცია“.
გეიბლ სტივსონს უკვე აქვს კონტრაქტი WWE-თან. არის ვარაუდი, რომ ის შეიძლება გადავიდეს MMA-ში და გააფორმოს კონტრაქტი UFC-თან.