სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში ჭადრაკში ევროპის ღია ჩემპიონატის მეშვიდე ტური მიმდინარეობს

მეშვიდე ტურში მესამე ადგილზე მყოფი გიგა ყუფარაძე (რეიტინგი 2483, განთესვა N192) დღეს უნგრელ ბენჟამინ გლედურას (2637, N23) შეხვდა და დამარცხდა.

შეხვედრები მოიგეს ნიკოლოზ კაჭარავამ (2531, N92) გაიოზ ნიგალიძესთან (2448, N167), ნიკოლოზ კაჭარავამ (2531, N92) გაიოზ ნიგალიძე (2448, N167), მიხეილ მჭედლიშვილმა (2569, N67) უკრაინელ ვალერი ნევეროვთან (2569, N67) და თორნიკე სანიკიძემ (2459, N153) უკრაინელ სვიატოსლავ ბაზაკუცასთან (2335, N260).

ნოე თუთისანი (2411, N196) აზერბაიჯანელ ნამიკ გულიევთან (2528, N93) დამარცხდა 
 
სატურნირო მდგომარეობა შვიდი ტურის შემდეგ:

1. ანტონ კორობოვი (უკრაინა) - 6,5
2. ბენჟამინ გლედურა (უნგრეთი) -6
16-65. გიგა ყუფარაძე - 5
16-65. ნიკოლოზ კაჭარავა - 5
66-126. მიხეილ მჭედლიშვილი - 4,5
66-126. თორნიკე სანიკიძე - 4,5
127-212. ნოე თუთისანი - 4
127-212. გაიოზ ნიგალიძე - 4