მონტენეგროს ქალაქ პეტროვაცეში ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

სამი ტურის შემდეგ სამ-სამი ქულით რუმინელი ირინა ბულმაგა, აზერბაიჯანელი გოვჰარ ბეიდულაევა და პოლონელები, ოლივია კიოლბასა და ალექსანდრა მალცევსკაია ლიდერობენ.

ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება მოჭადრაკეთა დიდი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან პირველ ნომრად განთესილი ბელა ხოტენაშვილი და მეექვსე ნომრად განთესილი ლელა ჯავახიშვილი.

ტურნირის მონაწილეთა შორის არიან აგრეთვე მერი არაბიძე, სალომე მელია, ლილე ქორიძე, ელენე წოწონავა, ნია დოღვანი და დიანა ლომაია.

ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს. მასში  სულ 135 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის 11 ტურის შედეგების მიხედვით პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალთან ერთად 10 000 ევროს ოდენობით ფულად პრიზს მიიღებს.