რუმინეთის ქალაქ მამაიაში ჭადრაკში მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოსწავლეებმა. მათ ოქროს ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:

ლილე სვანაძე - 9 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის
სარა სალთხუციშვილი - 11 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის

გაბრიელ გაბადაძე - 13 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის
ანდრია კვარიაშვილი - 15 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის

ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ბარბარე აშოთიამ - 15 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის ბარბარე აშოთია

დავით თითვიძემ - 13 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ:

თეკლა კოღუაშვილი - 15 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის თეკლა კოღუაშვილი

ირაკლი ტაბატაძე - 15 წლის მოსწავლეთა შორის ირაკლი ტაბატაძე

 მოსწავლეთა შორის ჩემპიონატში გოგონათა შორის 11 ქვეყნის 72 მოსწავლე (მათ შორის, 8 საქართველოდან), ბიჭებში კი 13 ქვეყნის 139 მოსწავლე (მათ შორის, 7 საქართველოდან) იღებდა მონაწილეობას.