ბუდესლიგაში მეხუთე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

პირველი ქულები დაკარგა გერმანიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა, გასული წლის ვიცე-ჩემპიონმა „ბაიერნმა".  მიუნხენელებმა სახლში გასული წლის ჩემპიონს, „ბაიერს", რომელიც დაცვაზე იყო ორიენტირებული, თამაშით აჯობეს, მაგრამ ვერ მოუგეს.

„ბაიერნი" - „ბაიერი" 1:1(1:1)
გოლები: 31' რობერტ ანდრიხი 0:1, 39' ალექსანდარ პავლოვიჩი 1:1


მოულოდნელი შედეგით დასრულდა შეხვედრა ფრაიბურგში, სადაც ბუნდესლიგაში წელს დაბრუნებულმა „სანკტ-პაულმა" დიდი ანგარიშით სძლია „ფრაიბურგს". 

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ ძმებმა ეგეშტაინებმა ითამაშეს.  ნახევარმცველმა მაქსიმილიანმა „ფრაიბურგის" რიგებში მე-100 შეხვედრა ჩაატარა, იოჰანი კი „სანკტ პაულის" რიგებში იყო და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

„ფრაიბურგი" - „სანკტ პაული" 0:3(0:2)
გოლები: 12' ელიას საადი 0:1, 45' ოლადაპო აფოლაიანი 0:2, 72' ელიას საადი 0:3
41-ე წუთზე ვინჩენცო გრიფოს („ფრაიბურგი") დარტყმული თერთმეტმეტრიანი ნიკოლა ვასილმა მოიგერია

„ბორუსია" დორტმუნდი - „ბოხუმი" 4:2(1:2)
გოლები: 16' მატუშ ბერო 0:1, 21' დანი დე ვიტი 0:2, 44' სერუ გირასი 1:2, 62' ემრე ჯანი, თერთმეტმეტრიანიდან 2:2, 75' სერუ გირასი 3:2, 81' ფელის ნმეჩა 4:2


„ლაიფციგი" - „აუგსბურგი" 4:0(2:0)
გოლები: 11' და 15' ბენჟამინ სესკო 1:0 და 2:0, 46' ლოი ოპენდა 3:0, 57' ხავი საიმონსი 4:0
27-ე წუთზე ჯეფრი გაუველეუვის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მასპინძელთა მეკარე პეტერ გულაჩიმ მოიგერია.


„ვოლფსბურგი" - „შტუტგარტი" 2:2(1:1)
გოლები: 20' იონას ვინი 1:0, 32' ენცო მიო 1:1, 68' მოჰამედ ამურა 2:1, 90+7' დენიზუნდავი 2:2
32-ე წუთზე ენცო მიოს დარტყმული თერთმეტმეტრიანი კამილ გრაბარამ მოიგერია
გაძევება: 63' ატაქან კარაზორი („შტუტგარტი", მეორე ყვითელი)

„მაინცი" - „ჰაიდენჰაიმი" 0:2(0:1)
გოლები: 16' მარვინ პირინგერი 0:1, 86' იან შიოპნერი
გაძევება: 29 ანდრეას ჰანჩე-ოლსენი („მაინცი", მეორე ყვითელი), 80' ნიკლას დორში („ჰაიდენჰაიმი", წითელი ბარათი)

„ბორუსია" მენხენგლადბახი - „უნიონ ბერლინი" 1:0(0:0)
გოლი: 90+6' ტომაშ ჩვანჩვარა