ყველას გვსურს, რომ სანაკრებო წელი პოზიტიურად დავასრულოთ, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ.

„წინა შეკრება არ გამოვიდა ისეთი, როგორიც გვსურდა, თუმცა ჩვენი შეცდომები გავაანალიზეთ და ამ შეკრებაზე ვეცდებით, რომ ჯგუფში გამოვასწოროთ სიტუაცია და დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით“,- აღნიშნა ბუდუ ზივზივაძემ.

16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ უკრაინას მასპინძლობს.