საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე, გულშემატკივრებს, რომლებიც გერმანიაში ქართველი ფეხბურთელების მხარდასაჭერად აპირებენ, ჩასვლა საკუთარ სახლში ეპატიჟება.
დიდი სახლი არ მაქვს მაქვს, მაგრამ არ არის პრობლემა, შემიძლია მისაღები ოთახი... მივწიმოვწიო რაღაცები და ლეიბები დავაფინო. შეუძლიათ დარჩნენ ჩემთან,. მაგ დროს მე არ ვიქნები, ალბათ შეკრებაზე ვიქნები სასტუმროში ნაკრებთან ერთად. ამიტომ, მაგ საკითხზე ჩემ ოჯახთან ერთ უნდა გაიარონ კონსულტაციები" განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
ცნობისთვის, 2024 წლის 21 მარტს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრაში საქართველომ ლუქსემბურგს უმასპინძლა.
ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის პირველი წუთებიდანვე შეუტიეს მეტოქეს. მე-12 წუთზე გერსონ როდრიგესმა შეტევაში ბურთი დაკარგა და სწრაფი კონტრშეტევისას ბუდუ ზივზივაძემ გიორგი ჩაკვეტაძეზე ითამაშა, შემდეგ მისგან ქუსლით უკან მიიღო ბურთი და მეკარისგან მარცხენა კუთხეში დაარტყა. ლუქსემბურგელები აშკარა გოლს ძელმა გადაარჩინა.
21-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მეკარეს თითქოს დაასწრო და ბურთი კარში გაგზავნა, მაგრამ მსაჯმა მეკარის მოედანში მეკარესთან კონტაქტი დააფიქსირა, გოლი არ ჩათვალა და თავდამსხმელს ყვითელი ბარათი უჩვენა.
მე-40 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ლევან შენგელიას დაუტოვა ბურთი, მან მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა მისგან მეკარის მოედნის კუთხესთან ოთარ კაკაბაძეს მიუვიდა და მისი უძლიერესი დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. შენგელიას მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთი მატიას ოლესენის ავით თამაშის შემდეგ ბუდუ ზივზივაძეს მიუვიდა და მან ბურთი ცხრიანში გაგზავნა.
43-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძეს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ლუქსემბურგელთა მეკარემ მისი დარტყმა მოიგერია.
შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებიდან ექვს წუთში საქართველო გოლისგან გიორგი მამარდაშვილმა იხსნა, 53-ე წუთზე კი გერსონ როდრიგესმა გოლი გაიტანა ,მაგრამ მის წინა ეპიზოდში, საკუთარი საჯარიმო მოედნის ხაზთან, ლუქსემბურგელთა მცველმა მიქაუტაძე მოცელა. მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი გააუქმა, მცველი მაქსიმ შანო გააძევა და სტუმრების კარში საჯარიმო დანიშნა. შენგელიას დარტყმული ბურთი კარის ზედა ძელმა მოიგერია.
63-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ლევან შენგელიას გადაცემის შემდეგ მეორედ აიღო სტუმრების კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველო - ლუქსემბურგი 2:0(1:0)
გოლები: 40' და 63' ბუდუ ზივზივაძე
გაძევება: 56' მაქსიმ შანო (ლუქსემბურგი, წითელი ბარათი)
2024 წლის 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!
ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს კი 18 ივლისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.