გერმანიის ბუნდესლიგაში მე-3 ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

ჰაიდენჰაიმში, „ვოიტ-არენაზე“, ადგილობრივი „ჰაიდენჰაიმი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ იღებს.

სტუმრები დასაწყისადანვე ფლობდნენ ინიციატივას, 22-ე წუთზე ბუდუ ზივზივაზის (flashscore - შეფასება3,7) პირდაპირი წითლის (მან მოედნის ცენტრში, თამაშის აზარტში ზედმეტად შესულმა, ვერ მოზომა და გაშლილი ფეხი მუხლქვემოთ უთავაზა დორტმუნდელ ფელიქს კალუ ნმეჩას) შემდეგ კი უპირატესობა გოლებად აქციეს და შესვენებაზე ორი ბურთის სხვაობით დაწინაურებულები გავიდნენ.

„ჰაიდენჰაიმი“ - „ბორუსია“ დორტმუნდი 0:2 პირველი ტაიმის შემდეგ
გოლები: 34' სერუ გირასი 0:1, 45+6' მაქსიმილიან ბაიერი

ახლა ჰაიდენჰაიმში შეხვედრის 72-ე წუთი მიმდინარეობს და ანგარიში კვლავ პირველი ტაიმისაა.

„ჰაიდენჰაიმს“, ისევე როგორც „ფრაიბურგს“ ჯერჯერობით ქულა არ აქვს მოპოვებული