ჰიუსტონში, „რელიანტ სტედიუმზე“, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა დასრულდა.
ბრაზილიის და იაპონიის შეხვედრაში იაპონია დაწინაურდა, მაგრამ ბრაზილიამ მეორე ტაიმის დასაწაყისში ანგარიშის გათანაბრება შეძლო, კომპენსირებული დროის ამოწურვამდე წუთზე ოდნავ მეტი დროით ადრე კი შეცვლაზე შესულმა გაბრიელ მარტინელიმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
ბრაზილია - იაპონია 2:1(0:1)
გოლები: 29' კაისუ სანო 0:1, 56' კაზემირო 1:1, 90+5' გაბრიელ მარტინელი 2:1
ბრაზილია მერვედფინალში კოტ დ'ივუარს და ნორვეგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.




