რომის პაპი ფრანცისი პოლონეთში, მსოფლიოს ახალგაზრდობის დღეებზე იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთმა პოლონელმა ბავშვმა კითხვა დაუსვა, თუ რომელი ერჩია პაპს, მარადონა თუ პელე.

პაპმა ყველა დროის საუკეთესოთა შორის არჩევანი არა მარადონასა და პელეზე, არამედ მესიზე გააკეთა.

"ჩემთვის მესი მარადონასა და პელეზე უკეთესია", - უპასუხა ბავშვის კითხვაზე პაპმა ფრანცისმა.

აღსანიშნავია, რომ რომის პაპი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. იგი არგენტინულ საფეხბურთო კლუბ "სან ლორენსოს" გულშემატკივარია.