ჩემპიონთა ლიგაზე 1/8 ფინალებში კლუბები დაწყვილდნენ. ყველაზე დიდ ინტერესს რაღა თქმა უნდა ბარსელონასა და პსჟ-ს დაპირისპირება იწვევს. ყველას კარგად ახსოვს ბარსელონას "ქამბექი", რაც მატჩს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.
დიდ ინტერესს იწვევს ატლეტიკოსა და ჩელსის დაპირისპირებაც. წყვილები კი ასე გამოიყურება: გლადბახი VS მანჩესტერ სიტი ლაციო VS ბაიერნი ატლეტიკო VS ჩელსი ლაიპციგი VS ლივერპული პორტუ VS იუვენტუსი ბარსელონა VS პსჟ სევილია VS დორტმუნდი ატალანტა VS რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალების პირველი მატჩები 16-17 და 23-24 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები 9-10 მარტსა და 16-17 მარტს შედგება.