სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დღეს, 26 დეკემბერს, სპორტსმენები 10 ნომინაციაში გამოავლინა. 

წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება, ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა მიიღო.

ჭრიკიშვილი, ევროპის 2-გზის(2013, 2014) და მსოფლიოს (2014) ჩემპიონია 81 კგ. წონით კატეგორიაში. ქართველი ძიუდოისტი, ასევე მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი (2013) ევროპის 3-გზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახლავთ. ჭრიკიშვილი მსოფლიო რეიტინგითაც პირველია.

2014 წლის საუკეთესო სპორთსმენთა ათეული კი ასე გამოიყურება:

 

1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო) - 332 ქულა
2. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავ. ჭიდაობა) - 283 ქულა
3. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო) - 212 ქულა
4. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) - 149 ქულა
5. ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო) - 143 ქულა
6. მამუკა გორგოძე (რაგბი) - 83 ქულა
7. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო) - 72 ქულა
8. ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო) - 69 ქულა
9. გოგიტა არქანია (კარატე) - 68 ქულა
10. ბექა ბაზაძე (ფარიკაობა) - 57 ქულა