ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ტურის შეხვედრები გრძელდება.
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული სახლში „მანჩესტერ სიტის“ შეხვდა და მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა წააგო.
გიორგი მამარდაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, გუნდის ძირითადმა მეკარემ ალისონმა კი, მინდვრიდან ორი გაფრთხილების გამო გაძევებულ თანაგუნდელ რაიან გრავენბერხთან ერთად ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება (5.3) მიიღო.
„ლივერპული“ - „მანჩესტერ სიტი“ 0:3(0:0)
გოლები: 65' ერლინ ჰოლანი 0:1, 68' ჯერემი დოკუ 0:2, 78' რაიან შერკი 0:3
გაძევება: 62' რაიან გრავენბერხი („ლივერპული“, მეორე ყვითელი)

მოამზადა რაულ კაპანაძემ




