მონტენეგროს ქალაქ პეტროვაცეში ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრები დასრულდა.
მეოთხე ტურში ბელა ხოტენაშვილმა უკრაინელ ნატალია ბუკსასთან და ლელა ჯავახიშვილმა ესპანელ საბრინა ვეგა გუტიერესთან ყაიმით დაასრულეს შეხვედრები და ერთპიროვნულ ლიდერს, რუმინელ ირინა ბულმაგას ქულით, მოჭადრაკეთა დიდ ჯგუფს კი ნახევარი ქულით ჩამორჩნენ.
ჩემპიონატის მონაწილე სხვა ქართველ მოჭადრაკეებს ასეთი შედეგები აქვთ:
მერი არაბიძე, ლილე ქორიძე - 2,5-2,5 ქულა თითოეულს
ნია დონღვანი, დიანა ლომიძე, სალომე მელია - 2,0-2,0 ქულა თითოეულს.
ელენე წოწონავა - 1,5 ქულა