იტალიის სერია A-ში პირველი ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის ამ დროისთვის დასრულებულ ოთხივე შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა.
განვლილი სეზონის გამარჯვებულმა „ინტერმა" გასვლაზე კომპენსირებულ დროში გაუშვა ხელიდან მოგება, მეორე პრიზიორმა „მილანმა" კი სახლში 89 წუთისთვის არსებული ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა.
საბა საზონოვი მინდორზე 88-ე წუთზე შევიდა და უკვე ერთი წუთის შემდეგ შეეძლო თავი გამოეჩინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საჯარიმოში თერთმეტმეტრიანთან მყოფმა რაფაელ ლეაოს შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი საჯარიმოს წინა ხაზთან ახლოს მოიგერია, ტიჯანი რეინერდსმა კვლავ კარისკენ გაგზავნა ბურთი და საზონოვმა ვეღარ მოასწრო ალვარო მორატასთვის დარტყმის მიმართულების შეცვლაში ხელის შეშლა და ანგარიშში სხვაობა შემცირდა
„ჯენოა" - „ინტერი" 2:2(1:1)
„პარმა" - „ფიორენტინა" 1:1(1:0)
„ემპოლი" - „მონცა" 0:0
„მილანი" - „ტორინო" 2:2(0:1)