2026 წელს, თბილისი კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, 2026 წელს კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. იტალიის ქალაქ გენუაში გამართულ კონგრესზე საქართველოს კანდიდატურას მხარი 42-მა ქვეყანამ დაუჭირა.