პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულდა 17 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი 102 კგ წონით კატეგორიაში.

ქართველმა ძალოსანმა ჯაბა ტყეშელაშვილმა პირველ მოძრაობაში 145 კგ აიტაცა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

აკვრაში ჯაბა ტყეშელაშვილმა 18 კგ დასძლია და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ორჭიდის ჯამში ჯაბა ტყეშელაშვილმა 33 კგ დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის დიდი ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე წონაში მოასპარეზე კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა საბა ჩიხლაძემ სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

1. ჯაბა ტყეშელაშვილი (საქართველო) - 145(140,145,147*)+181,186,192)=337კგ
2. ალიშერ ოსმანოვი (უზბეკეთი) - 146+170=316 კგ
3. საბა ჩიხლაძე (საქართველო) - 130(123,125,130)+162(154,159,162)=292 კგ