განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას თქმით, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტების დაფინანსების მოდელი იცლვლება. მისი თქმით, კერძო უნივერსი
"დაფინანსების ახალი მოდელი გულისხმობს ე.წ უფასო სწავლების მოდელს. რა თქმა უნდა "უფასო სწავლება" სახელმწიფოს დაფინანსებით.
დღეს არსებული მოდელი ეს გახლავთ საგრანტო მოდელი, არამარტო სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არამედ კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტი მოიპოვებს გრანტს, შემდეგ ქულების მიხედვით, რაც უფრო მაღალ პოზიციაზე ჩააბარებს, მით უფრო მაღალ საგრანტო დაფინანსებას მიიღებს.
ჩვენ გვყავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტები, რომლებიც თავად იხდიან, მათი მშობლები იხდიან გადასახადს. ასევე ჩვენ გვყავს კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტები, სადაც სახელმწიფო მიყვება თავის გრანტით. ეს მოდელი იცვლება. ჩვენ ვამბობთ რომ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ხოლო კერძო უნივერსიტეტებს, რომელიც კერძო ინიციირება და ბიზნესს საქმიანობაა, უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავად დააფინანსოს ეს ნაწილი. რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქ საგრანტო პრინციპის ნაცვლად გადავდივართ სრულ დაფინანსების მოდელზე. რაც ნიშნავს რომ ყველა საჭიროებას უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფ სახელმწიფო." - განაცხადა ზვიად გაბისონიამ გადაცემაში "იმედის დილა".






