ამის შესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მოკლედ, პოლარიზაციის დასრულება ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი,თუნდაც მკაფიო და სამართლიანი გადაწყვეტილების შემთხვევაში. თუმცა ზოგიერთ ლობისტურ ჯგუფს დასავლეთში, ნამდვილად არ აწყობდა ქართული შიდა პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა. იმიტომ,რომ რადიკალური ოპოზიცია პირწმინდად განულდებოდა, ყველანაირ აზრს დაკარგავდა მათი როლი გინდ შიგნით და გინდა გარეთ... აქედან გამომდინარე ბოლო შანსი მიეცათ რადიკალებს,რომ მაქსიმალურად მოახდინონ რადიკალიზაცია...ტემპერატურის მომატებისათვის ყველაფერს გააკეთებენ ლობისტები, თუნდაც გვარამიას გამოშვება გახდეს საჭირო... ამ რადიკალიზაციის პროცესში საქართველოს პრეზიდენტს გარკვეული როლიც ექნება... საჭირო მომენტში გვარამიას შეაწყალებინებენ, რომელიც ოპოზიციის ლიდერად ყავთ მოაზრებული. პრეზიდენტის ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც ზოგიერთმა ევროპელმა,თუ ამერიკელმა ჯგუფმა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიძლება გამოაყენებინონ სწორედ შეწყალებაა,რადგან პრეზიდენტი დავალებულია ლობისტებთან... რაც შეეხება სალომეს ვალს, მინიმუმ მისი ოჯახის წევრებისს უცებ აღზევება მაღალ თანამდებობებზე, ასევე მისი პერსონით საერთაშორისო მედიის უცებ დაინტერესება და ა.შ სხვათა შორის ვინც მას იცნობს კარგად უწყის,რომ ამბიციები გაცილებით იმაზე დიდი აქვს,ვიდრე პასუხისმგებლობის გრძნობა...ასე,რომ დიდი პოლიტიკური გათამაშების მოლოდინი მაქვს,სადაც ქალბატონი სალომე თავის როლს შეასრულებს...“ - წერს ქადაგიძე.