ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ამჯერად ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს, არ მომცეს კანონის დარღვევის შესაძლებლობა

1619948807
პირველ ბარიერში გავძვერი სკუტერით, მაგრამ მეორე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა.
ეს ხდება საბურთალოს სასაფლაოზე - ამის შესახებ მე-10 მოწვევისა პარლამენტის დეპუტატი, "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
"პოლიციელების ცოცხალი კედლებია ყველგან
ამჯერად ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს, არ მომცეს კანონის დარღვევის შესაძლებლობა, რომ ჯარიმა არ დაეწერათ
ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრებამ, თუმცა ჯარიმის ქვითარი მაინც კარგი იქნებოდა საჩვენებლად
ეს ჰგონია ხალხს ნორმალური
და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების, ადათების და ქართველობის ნომერ პირველი მტერი" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლის აკრძალვის დარღვევა 2000 ლარით დაჯარიმდება