დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე  ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლებ მძიმე სიტყვიერი ძალადობაა  და  კოლეგებს კორექტულობისკენ მოუწოდა.  მისი თქმით, ყველანაირი ძალადობა დაუშვებელია.

„ჩვენი ოპონენტები დღეს ძალიან გააღიზიანა პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ. ერთიანი განწყობაა და ცდილობენ დააკნინონ ის მიღწევები, რაზედაც მან ისაუბრა. რეალურად კი სახეზეა ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის დაძლევა, განათლების სისტემაში  მიღწეული წარმატება, ინფრასტრუქტურული პროექტები და უამრავი სხვა საკითხი, რაზეც ჩვენი ოპონენტები ყურადღებასაც კი  არ ამახვილებენ.  მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი, არ გაქვს უფლება იყო რადიკალი და მოძალადე.  იყავი ოპონენტი, ისაუბრე, როგორც ჩავარდნებზე, ასევე მიღწევებზე“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ

როგორც  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ  ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა,  მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა კორექტულობის დაცვა აუცილებელია.

„თქვენ თესავთ ძალადობას და სიძულვილს.  პრობლემა თქვენშია. არცერთი არ ახსენებთ, რომ სააკაშვილი გამოჯანმრთელდა, თუმცა ცუდად არც არასდროს  ყოფილა. ვისაც მისი გჯეროდათ პოლიტიკურად მეცოდებით“, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.