თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, რომელმაც თანამდებობა 2017 წლის მაისში დატოვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მისი და მისი ოჯახის წევრებს სანქცირებულთა სიაში შეყვანას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
"მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა აღვნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.
ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგავარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას." - წერს ვალერი ცერცვაძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის მიხეილ ჩინჩალაჩის, ლევან მურუსიძის, ვალერიან ცერცვაძისა და ირაკლი შენგელიას დასანქცირა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა: ამერიკაში შესვლა აეკრძლათ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს