ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და განახლება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სხვადასხვა უბანში ამ დროისთვის ოთხი სპორტული მოედანი მოეწყო და რეაბილიტირდა.
კომბინირებული სტადიონები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აშენებული.
გარდა ამისა, სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის სხვადასხვა დასასვენებელ სივრცეში ფიტნეს ზონები სავარჯიშო ტრენაჟორებით განთავსდა.