კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რაიონის სხვადასხვა უბანში 37 გამწვანებული საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო და განახლდა.

კომბინირებული სივრცეები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების ადამიანებზეა გათვლილი. ხე-მცენარეების და აუცილებელი საპარკო ავეჯის გარდა ტერიტორიები აღჭურვილია ორი ტიპის ფიტნეს ზონებით, სპორტული, ასევე საბავშვო-გასართობი მოედნებითა და მოსასვენებელი პავილიონებით. დასასვენებელი სივრცეების მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, 9 273 500 ლარი დაიხარჯა.