ასეთ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში აკეთებს. 

„უკრაინის და რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისა და სრულად გაგების, ასევე იმ ეკონომიკური პრობლემების დანახვის შემდეგ, რომლებსაც ეს რუსეთისთვის ქმნის, მე მჯერა, რომ უკრაინას, ევროკავშირის მხარდაჭერით, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს და მთელი უკრაინა პირვანდელი სახით დაუბრუნოს.  დროთა განმავლობაში, მოთმინებისა და ევროპის, განსაკუთრებით კი ნატოს ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო, შესაძლოა, ვარიანტი იყოს. და რატომაც არა? რუსეთი სამწელიწად-ნახევარია უმიზნოდ იბრძვის ომში, რომელიც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლებ დროში უნდა მოეგო. ეს რუსეთს არ წარმოაჩენს. სინამდვილეში, ეს მას „ქაღალდის ვეფხვს“ ამსგავსებს. როდესაც მოსკოვისა და რუსეთის ყველა მსხვილი ქალაქის, დაბისა და რაიონის მცხოვრებლები გაიგებენ, თუ რა ხდება სინამდვილეში ამ ომთან დაკავშირებით, რომ მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება ბენზინის  მიღება გრძელი რიგების გამო და რა ხდება მათ საომარ ეკონომიკაში, სადაც ფულის უმეტესი ნაწილი იხარჯება უკრაინასთან ბრძოლაში, რომელსაც აქვს დიდი, მხოლოდ გაუმჯობესებისკენ ცვლადი სულისკვეთება, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის პირვანდელი სახით აღდგენას და, ვინ იცის, იქნებ კიდევ უფრო შორს წავიდეს! პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლემებში არიან და ახლა უკრაინის მოქმედების დროა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ გავაგრძელებთ ნატოს იარაღით მომარაგებას, რათა ნატოს შეეძლოს მისი ისე გამოყენება, როგორც სურს. წარმატებებს გისურვებთ ყველას!“- წერს Truth Social-ზე დონალდ ტრამპი.